ახალი ამბები
ცხინვალში ქართველი პატიმარი გარდაიცვალა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ,,კგბ"-ს მიერ დაკავებული, საქართველოს მოქალაქე, 35 წლის ასაკის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სააგენტოების ცნობით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია და ექსპერტიზა ტარდება.  ამტკიცებენ, რომ პატიმარი საავადმყოფოში გარდაიცვალა.


დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ცნობით, 1983 წელს დაბადებული არჩილ. ტ-შვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. 

ცხინვალის პროკურატურამ მას ,,გენოციდის" ბრალდება წაუყენა და ამტკიცებენ, რომ ომის შემდეგ, ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნებზე დივერსიის მოსაწყობად გადავიდა.


საქართველოს ხელისუფლებას ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები