ახალი ამბები
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით 20 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 20 პირი დააკავეს, მათ შორის, ხუთი ნარკორეალიზატორი. ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

,,თბილისში სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, ერთი კვირის მანძილზე, ამოიღეს 589 ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 191 სუბოქსინი, 18 აბი ,,ემდეემა" 436 აბი ექსტაზი, 169 ბუპრენორფინი, 10 აბი მეტადონი და ერთი შეკვრა ოპიუმი." - აცხადებენ შს სამინისტროში.

დაკავებულთა შორის, 8 უცხოეთის მოქალაქეა. აქედან თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე. დაკავებულები არიან მათთან დაკავშირებული პირებიც.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები