ახალი ამბები
გუბერნატორის ადმინისტრაციაში გულის წამლები და ანტიდეპრესანტები შეიძინეს
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებისთვის, გულის ტკვილისა და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები შეიძინა. ამის შესახებ, იმ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, რომელიც გუბერნატორის პირველმა მოადგილემ 2017 წლის 1 სექტემბერს გააფორმა.

ნუსხაში წარმოდგენილი მედიკამენტების დიდი ნაწილი ორგანიზაცია წითელი ჯვრის დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება. ასე მაგალითად, გუბერნატორის მიერ ,,ფარმას“ აფთიაქში შეძენილი მედიკამენტების ნუსხა ასე გამოიყუება:

ვალერიანის წვეთები, - პრეპარატი გამოიყენება, როგორც სედატიური საშუალება ნერვული აგზნების, უძილობის, ნევროზის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის, შაკიკის მსუბუქი ფორმის დროს.
ვალიდოლი, - გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:კარდიალგია, სტენოკარდია, რყევით გამოწვეული გულისრევა, ღებინება, ნევროზი, ნიტრატების მიღების ფონზე განვითარებული თავის ტკივილი.
ნო-შპა - ტენზიური ტიპის თავის ტკივილი (თავის ტკივილი კუნთების დაჭიმულობით, ფსიქოგენური, სტრესული, ქრონიკური ყოველდღიური ტავის ტკივილი, ტრანსფორმირებული შაკიკი)
კორვალ G4 - ჩვენება - ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით; - უძილობა; - ჰიპერტონული დაავადების და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის კომპლექსურ თერაპიაში;
კოფეინი - გამოიყენება დაავადებებისას, რომლებსაც თან ახლავს ცნს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაწევის დროს, მდგომარეობებში, რომლებსაც ახასიათებს ძლიერი დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა,
სტრეპსილი - 2 კომბინირებული ანტიმიკრობული პრეპარატია ადგილობრივი გამოყენებისათვის ხახის და ყელისთვის.
დექსამეტაზონის ამპულა - პრეპარატი ხასიათდება გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, მადესენსიბილიზირებელი, აგრეთვე შოკის საწინააღმდეგო და ანტიტოქსიკური მოქმედებით
შპრიცი - 8 ცალი
ამარინი (მცირე ზომის, ადვილად გადასაყლაპი, მცენარეული ტაბლეტებია ვიტამინების კომპლექსით, საკვები დანამატის სახით რეკომენდებულია მოზრდილებისა და ბავშვებისათვის, რომლებიც ცუდად იტანენ მგზავრობას სატრანსპორტო საშუალებებით.)
ზუმ-25 - საინექციო ხსნარი გამოიყენება ზომიერი და მწვავე პოსტ-ოპერაციული ტკივილის, თირკმლის კოლიკის (თირკმლის მწვავე ტკივილი) და წელის ტკივილის სიმპტომური მკურნალობის მიზნით პაციენტებში, რომლებიც ვერ იღებენ ტაბლეტებს.
ლოპერამიდი - ჩვენებები სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეის სიმპტომატური მკურნალობა (ალერგიული, ემოციური, წამლისმიერი, სხივური; კვების რეჟიმის და საკვების შემცველობის ხარისხის დარღვევა.
ნახშირი - მწვავე მოწამვლა საყოფაცხოვრებო , სამრეწველო და საკვები შხამებით , წამლებით , მოწამვლა ალკალოიდებით , მძიმე ლითონების მარილებით
ტაიქოლდი - გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის “გაჭედვა”, ცემინება, კუნთების ტკივილი.
ლახტი
ეთინოლი სპირტი
ბამბა
ალიზოლის მალამო (დამწვრობის)
ბეტადინი - ანტისეპტიკური ხსნარი, ხელებისთვის.

სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, აფთიაქი ავტომანქანებში ჩასადებად შეიძინეს.

,,პირველადი დახმარების ნაკრების (აფთიაქი) შეძენა მოხდა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე სამხარეო ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული ავტომობილებსთვის. მოგეხსენებათ, ადმინისტრაციის თანამშრომლები სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას ყოველდღიურად გადაადგილდებიან რეგიონის მასშტაბით, ასევე სტიქიური მოვლენებისას კოორდინაციას უწევენ მიმდინარე პროცესებს (მსგავსი შემთხვევა არაერთი იყო გასულ წელს)აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციამ საჭიროდ ჩათვალა პირველადი დახმარების ნაკრების შეძენა." - აღნიშნავს პრესსამსახური.

ორგანიზაცია წითელი ჯვრის რჩევით კი, ყველა პირველადი დახმარების ჩანთა, რომელიც განკუთვნილია 4 ადამიანისთვის, უნდა შეიცავდეს შემდეგ ნივთებს:


ჭრილობაზე დასაკრავი წებოვანი დოლბანდი (სანტავიკი) – 25 ცალი
სტერილური მარლის საფენები – 2 კოლოფი
ანტიბიოტიკის შემცველი მალამო – 2 ცალი
ანტისეპტიკური ხელსაწმენდი – 5 ცალი
ასპირინი – 2 შეკვრა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატი – 1 ცალი
ცივი კომპრესი -1 ცალი
სამედიცინო ხელთათმანი – 2 წყვილი
ჰიდროკორტიზონის მალამო – 1 ცალი
მაკრატელი – 1 ცალი
ბინტი სტერილური – 2 ცალი
ელასტიული ბინტი – 1 ცალი
თერმომეტრი
სამკუთხა ბინტი – 2 ცალი
პინცეტი
პირველადი დახმარების ბროშურა
წყალბადის ზეჟანგი – 2 ცალი
ბეტადინი – 1 ცალი სპირტი – 1 ცალი
დამწვრობის საწინააღმდეგო აეროზოლი – 1 ცალი


ამავე თემაზე:


გუბერნატორის ადმინისტრაციაში 6 თვეში ტონანახევარი მარგებელი წყალი დალიეს

ხურვალეთში მღვრიე წყალს სვამენ, ქვახვრელის ჭის წყალში კი მავნე მინერალების რაოდენობა 46-ჯერ აღემატება ნორმას


მაგიდა, ლეპტოპი, ყავა - კომფორტი ბიუჯეტის ხარჯზე

თებერვლის თვეში გუბერნატორის აპარატის მიერ შეძენილი ,,ჯაკობს მონარქისთვის" საჭირო რაოდენობის თანხა (200 ლარი), გორში, ორ მარტოხელა პირზეა გათვლილი.


გუბერნატორის მანქანებს ტექმომსახურება წელიწადში 60-ჯერ დაჭირდა

28,6 ტონა საწვავიდან კი, ერთ თვეში კი, 4,2 ტონა ბენზინი დაწვეს. ყველაზე მეტი მომსახურება ტოიოტა პრადო LC 200 დაჭირდა,

Print

სტატიის გამოყენების პირობები