ახალი ამბები
დადიანეთი - ნარდში მოგებული სოფელი ქსნის ხეობაში
მდინარე ქსნის ხეობაში არსებობს სოფელი დადიანეთი. ის დადანაშვილების დასახლებად ითვლებოდა, თუმცა მისი ამჟამინდელი სახელწოდების ,,დადიანეთის" შესახებ ტოპონიმისტი გურამ ბედოშვილი საინტერესო ცნობას გვაწვდის.

გადმოცემის მიხედვით, სამეგრელოს მთავარი სტუმრად ქსნის საერისთაოში იმყოფებოდა. ერისთავმა მას ცხრაძმისხევთან უმასპინძლა, სადაც ასევე სოფელი დადანეთია. თავისი სილამაზის გამო, მთავარმა და ერისთავმა ნარდი, ფსონი სწორედ, დადანეთზე დადეს. ერისთავი დამარცხდა ნარდში და დადანეთი სამეგრელოს მთავარს დარჩა.

უფრო კონკრეტულად, გურამ ბედოშვილი წერს: ,,დადიანეთი – სოფ. ქსნის ხეობაში. ამ ტოპონიმის ამოსავალი ფორმა, ისტორიული წყაროების მიხედვით, დადანეთი-ა – “დადანაშვილების საცხოვრებელი ადგილი”, რომელიც დადიანეთ-ად გადააზრიანდა და ამის შედეგად შეიქმნა ლეგენდა და სათანადო ხალხური ეტიმოლოგია სამეგრელოს მთავრის, დადიანის, ქსნის ერისთავთან სტუმრობისა და ნარდში ხსენებული სოფლის მოგების შესახებ, რომელსაც დადიანეთი დაარქვესო." (იხ.
გურამ ბედოშვილი, ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი I, რედაქტორი თედორე უთურგაიძე, თბილისი, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2002 წ.

ტოპონიმიკა ონომასტიკის (საკუთარი სახელების შემსწავლელი მეცნიერების) ნაწილია, რომელიც სწავლობს გეოგრაფიულ სახელებს ანუ ტოპონიმებს.

ცხრაძმისხევი, ცხრაზმისხევი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში მდ. ქსნის ხეობის ზემო წელზე. შუა საუკუნეებში - ადმინისტრაციული ერთეული. თავსდება ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტის ლარგვისის თემის საკრებულოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სახელწოდება მოდის ცხრა საძმოსაგან (თემისაგან): დადიანეთი, ზოდეხი, თოხთა, მახიარეთი, დაბაკნეთი, უკანამხარი, უკანუბანი, წინუბანი (მარტიანი), ჩიტიანი, ყველდაბა


Print

სტატიის გამოყენების პირობები