ახალი ამბები
პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა
დღეს, 25 თებერვალს გორში, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ოკუპაციის მუზეუმი საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. ამ წუთებში, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მუზეუმის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

პროექტი, ოკუპაციის მუზეუმის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდმა „ქართლოსი“ განახორციელა.

მისი მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განთლების ხელშეწყობაა.

გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიხსნება. შექმნილი საგამოფენო სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები