ახალი ამბები
ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ერგნეთში სავარაუდოდ დღეს გადმოასვენებენ
დღეს, ერგნეთში, არჩილ ტატუნაშვილს ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან. ამის თაობაზე, გარდაცვლილის ოჯახსაც შეატყობინეს.

ცხედრის გადმოსვენება დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთიდან დევნილი იყო. ის 22 თებერვალს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგუშაგოზე, ორ პირთან ერთად, დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

23 თებერვლის დილით ცხინვალის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებული მოულოდნელად გარდაიცვალა, აღიარეს, რომ დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება დაჭირდათ, თუმცა გარდაცვალების ფაქტთან კავშირი გამორიცხეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ოჯახის წევრები, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას, სწორედ, წამებას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები