ახალი ამბები
კონტრაბანდული გზით შემოტანილი ,,არომატიზირებული თამბაქო" აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არომატიზებული თამბაქოს კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების წარმომადგენლის ცნობით, კონტრაბანდული საქონელი მალულად შემოიტანეს, ღონისძიება კი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ჩაატარეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ,,MERCEDES BENZ''- ის მარკის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავების მეშვეობით, საბაჟო გამშვები პუნქტი - ''წითელი ხიდის'' გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა არადეკლარირებული არომატიზებული თამბაქო, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 725 ლარს." - აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები