ახალი ამბები
უფლისციხისა და ქვახვრელის გაზიფიცირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქვახვრელისა და უფლისიციხის გაზიფიცირებისთვის კომპანია ,,შაჰარტმა" მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ მასთან ხელშეკრულება 21 თებერვალს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ხელმოწერისთანავე უნდა დაიწყოს და 2018 წლის 10 სექტემბრამდე გაგრძელდეს.

ორმხრივი ვალდებულებების დოკუმენტს, ერთის მხრივ, სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტირებული კომპანიის დირექტორის, გეღამ მიკრტჩიანის წარმომადგენელი, სვეტლანა კოვალენკო აწერს, ხოლო მეორეს მხრივ, - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ 220 000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 10 სექტემბრამდე, ხოლო კომპანიის მხრიდან არასათანადო შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, საბანკო გარანტია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მოქმედებს.

გეგმა-გრაფიკი: ათვლა იწყება 21 თებერვლიდან

Print

სტატიის გამოყენების პირობები