ახალი ამბები
გორის მერი 100-დღიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები არიან მიწვეულები. ასევე, შეკითხვებს დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები დაუსვამენ.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საქართველოს მოსახლეობამ ყველა მუნიციპალიტეტში მერი და საკრებულოს ახალი შემადგენლობა აირჩია. თებერვალში 100 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც ახალარჩეული მერები უფლებამოსილების განხორცილებას შეუდგნენ.

,,100 დღიანი მუშაობის შედეგებს, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე გორის მუნიციპალიტეტის მერი საზოგადოებას ანგარიშს წარუდგენს. მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება დემოკრატიის სკოლებში დაგეგმილი შეხვედრები." - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი ზაზა ჭიპაშვილი.

შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ორგანიზებით იმართება და მას დემოკრატიის სკოლის მსმენელები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები