ახალი ამბები
ერგნეთში 3 სთ-ზე არაგეგმიური შეხვედრა გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, 3 საათზე, ერგნეთში,ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) მონაწილეების არაგეგმიური შეხვედრა ჩაინიშნა.

სუს-ის ცნობით, განხილული იქნება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი. ,,ასევე, დაკავებულების  - ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირულ ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები" - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები