ახალი ამბები
გორის საცურაო აუზი არ გაყიდულა
გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ გორის საცურაო აუზი გაიყიდა. ამის შესახებ დემოკრატიის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ახალმა მფლობელებმა დაურეკეს და გარკვეული სახის ღონისძიებების გატარება შესთავაზეს. 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ საცურაო აუზი არ გაყიდულა. მისმა მფლობელებმა ოლღა პავლიაშვილმა და გია გიგუაშვილმა ქონება შპს ,,აკვაპარკზე" 2018 წლის 23 თებერვალს გააფორმეს.

,,აკვაპარკი" (დაფუძნებული 2005 წელს) ასევე ოლღა პავლიაშვილისა და გია გიგუაშვილის საკუთრებაა. ოლღა პავლიაშვილი წარმოადგენს მესაკუთრეს, ხოლო გია გიგუაშვილი დირექტორს. 

1. ფოტო, ქონების რეესტრი, მეპატრონე შპს ,,აკვაპარკი"



2. ფოტო, შპს ,,აკვაპარკის" მფლობელების შესახებ

Print

სტატიის გამოყენების პირობები