ახალი ამბები
ერგნეთის არაგეგმიურ შეხვედრაზე სამ საკითხს განიხილავენ
ერგნეთში, არაგეგმიური შეხვედრა დაიწყო, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით, იმართება.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, განიხილება სამი საკითხი:

პირველი, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების, მეორე - ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ორი ახალგორელი მოქალაქის გადმოსვლის უფლებისა და მესამე, - საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები