ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზას რუსეთის წარმომადგენლები ჩაუტარებენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა დღეს უარი განაცხადეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე. ამის შესახებ ერგნეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრაქტიკულად, დღეს ცხედრის გადმოცემა არ მოხდება, რადგან ცხინვალის მხარის განცხადებით, გარდაცვლილს ექსპერტიზას რუსეთის წარმომადგენლები ჩაუტარებენ.

კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან მხრიდან ზეწოლა აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, ხოლო დე-ფაქტო რესპუბლიკის ქმედება მორალურ ჩარჩოებს სცდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები