ახალი ამბები
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებმა სარეკლამო სტატიები შეუკვეთეს
გორის მერმა, საკუთარი საქმიანობის შესახებ, სარეკლამო მასალების მომზადება და გამოქვეყნება შეუკვეთა. ამის შესახებ ხელშეკრულება 2018 წლის თებერვალში გააფორმეს.

სანაცვლოდ, კოტე თავზარაშვილი მთელი წლის განმავლობაში 4 476 ლარს გადაიხდის. გასულ წელს, ასეთი ტიპის მომსახურება, ქარელისა და ხაშურის მერებმა შეისყიდეს.

მაგალითად, ხაშურის მერიამ 4 400 ლარი, ხოლო ქარელის მერმა - 2200 ლარი გადაიხადა.

სარეკლამო მასალები გავრცელდა Ipress, Ibusiness, Iregions, Imtavroba, info 9.ge, newspress, interpresnews-ზე.

კომპანიები ვალდებულები არიან, რომ სარეკლამო მასალებს მიაწერონ ,,რეკლამა".

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები