ახალი ამბები
გორის მე-9 სკოლაში პოლიცია გამოიძახეს
გორის მე-9 საჯარო სკოლაში პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პატრულის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.

ამ წუთებში კი, კრიმინალური დეპარტამენტის დეტეტივები მუშაობენ. შს სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, მხოლოდ მოკვლევას აწარმოებენ.

მიცემული ახსნა-განმარტებებით, ირკვევა, რომ მოზარდები ერთმანეთთან ,,ხუმრობდნენ', რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ფერდი აიტკია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლით არ დაწყებულა. პოლიციელები არ ამბობენ, ვინ და რა განცხადებით მიმართა 112-ს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები