ახალი ამბები
,,წვიმის სახლიდან" კონიაკები მოიპარეს - გორის პოლიციამ არასრულწლოვნები დააკავა
გორის ,,წვიმის სახლიდან" კონიაკები მოიპარეს. რესტორნის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, შემთხვევა წუხელ მოხდა.

მისი განცხადებით, მანამდე არავითარ დაპირისპირებას ან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.

გვიან ღამით, ბარის ზედამხედველმა დაკარგული კონიაკების შესახებ მაშინვე ადმინისტრაციის უფროსს აცნობა და შემდეგ კი, პოლიციაში დარეკეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, არასრულწლოვნები დააკავეს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაული აღიარეს. გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოლიცია და რესტორნის ადმინისტრაცია მიყენებული ზარალის ოდენობას არ აკონკრეტებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები