ახალი ამბები
კასპში გიორგი აბეწვაშვილის წიგნის ,,წარმოსახვითი სიყვარული" პრეზენტაცია გაიმართა
,,ერთხელ სკოლიდან გაბრაზებული დავბრუნდი, მაშინ 16-წლის ვიყავი. ჩავჯექი სავარძელში და დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ როგორ გავხდი დაცინვის ობიექტი. ამის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი აზრები და გრძნობები დამეწერა" - ამბობს ამჟამად მე-12 კლასელი გიორგი აბეწვაშვილი.

ის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში ცხოვრობს. წინასწარ უკვე მოიპოვა გრანტი და ილიას უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობით აპირებს სწავლის გაგრძელებას. მან თანატოლებს წიგნი ,,წარმოსახვითი სიყვარული" გააცნო. გიორგი აბეწვაშვილის თქმით, სწორედ, ამ წიგნშია გადმოცემული 16-წლის მოზარდის ფიქრები.

მან დამსწრე საზოგადოებას თავად წარუდგინა საკუთარი თავი და წიგნი. თათა რევაზიშვილმა, თამარ მჭედლიშვილმა, ლანა მამულაშვილმა, თათია თათრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს ნაწყვეტები წიგნიდან "წარმოსახვითი სიყვარული".

პრეზენტაციას უმასპინძლა კასპის ბიბლიოთეკების გაერთიანებამ. გაერთიანების წარმომადგენელი ლია მენაბდიშვილი ამბობს, რომ წიგნის ავტორს ღრმა აზროვნების უნარი გააჩნია.

ღონისძიება კითხვა - პასუხის რეჟიმში. თათია თათრიშვილი არ ეთანხმება ავტორს იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში სიყვარული ბანალური გახდა, ხოლო მისი ადგილი წარმოსახვითმა სიყვარულმა დაიკავა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები; კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე; კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი თეა ბარნაბიშვილი; ამავე გაერთიანების სპეციალისტები: ლია სოზიაშვილი და ლია მენაბდიშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები