ახალი ამბები
შიდა ქართლის გუბერნატორი ირწმუნება, რომ ატენში ნაყიდი ღვინოები აზერბაიჯანელებს აჩუქა
შიდა ქართლის გუბერნატორი ირწმუნება, რომ 23 თებერვალს, ბიუჯეტის თანხით შეძენილი 20 ბოთლი ღვინოდან (550 ლარის ღირებულების) ნაწილი აზერბაიჯანელ დიპლომატებს აჩუქა. ამის შესახებ დღეს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს წერილობით განუცხადა.

მისი თქმით, ატენში შეძენილი ღვინოების ნაწილი, 22 თებერვალს, სოფელ ტინიხიდში მყოფ დიპლომატებს გადასცეს, სადაც აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, მოსახლეობისთვის, მათ შორის, ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობდა.

აზერბაიჯანის მოსახლეობის 93% მუსლიმია. მუსლიმთა მთავარი წმინდა წიგნის, ყურანის მიხედვით, მუსლიმებისთვის ამქვეყნიური ღვინო სატანის ნახელავია.

ეოლოგი ნოდარ დავითაძე ქართულენოვანი ისლამის სკოლის წარმომადგენლებს უხსნის, რომ, ისლამის მიხედვით, ამქვეყნიური ღვინის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები გამოირჩევიან ფუჭსიტყვაობით, ტყუილით, აბდაუბდა საუბრითა და ბილწსიტყვაობით, ამქვეყნიური ღვინო ადამიანს თავის გამჩენს ავიწყებს. ასევე, ამქვეყნიურ ღვინოს ადამიანისთვის წუხილი, სინანული და უსიამოვნება მოაქვს.

ინდმეწარმე, რომლისგანაც ღვინო გუბერნატორმა შეიძინა, ამბობს, რომ გუბერნიიდან ღვინოები იყიდეს მხოლოდ და წაიღეს.



საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის კათედრა ყოველწლიურად გამოსცემს წიგნს ,,დიპლომატია“. თითო ნომერში თითო ქვეყნის ისტორია და მათთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელი ქცევებია განმარტებული.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტმა წიგნები ჩინეთისა და იაპონიის შესახებ გამოუშვა. მომავალ დიპლომატ სტუდენტებს ასწავლიან, მაგალითად, თუ რა საჩუქარი შეიძლება აჩუქონ ჩინელებს: ,,ჩინელებისთვის საათის ჩუქება არ შეიძლება, რადგან სიტყვა საათი ჩინურად ჟღერს ასე „ დაკრძალვაზე წასვლა“, ყვავილების ჩუქება კი მიღებულია მხოლოდ საავადმყოფოში. „

რაც შეეხება იაპონელებს, ,,დიპლომატიის“ მიხედვით, მათ გააჩნიათ თავიანთი ტრადიცია საჩუქრებზე.

,,როდესაც იაპონურ ოჯახში სტუმრად მიდიხართ, არ უნდა აჩუქოთ მათ 4 ცალი ნივთი, რადგან მათთან სიტყვა ოთხი და სიკვდილი გამოითქმის ერთნაირად. ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ შეფუთვას, აქაც ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, საჩუქარი არ უნდა იყოს შეფუთული თეთრი ქაღალდით, რადგან თეთრი ფერი მათთან გლოვასთან ასოცირდება.“ - აღნიშნულია დიპლომატიის წიგნში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები