ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოს აეროპორტში და მეტროსადგურში დასუფთავების მოსაკრებელი აქვს დადგენილი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეტროსადგურისა და აეროპორტის დასუფთავების მოსაკრებელი აქვს დაწესებული. ამის შესახებ, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ, მოქმედ დადგენილებაშია მითითებული.

დადგენილებია შესახებ ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, ხაშურის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №8 დადგენილების დანართი #1-ის მიხედვით, ამ ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა 1 მ2 ფართობზე თვეში 4 თეთრით არის განსაზღვრული.

,,მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების ადმინისტრირება სისტემატურად მიმდინარეობს, არცერთ ზემოაღნიშნულ საკრებულოს მეტროსადგურებსა და აეროპორტებში დადგენილ მოსაკრებლებთან დაკავშირებით დღემდე არცერთი ცვლილება არ განუხორციელებია." - აღნიშნულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის მასალაში.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები