ახალი ამბები
28 თებერვალს დენის მიწოდება შიდა ქართლის მასშტაბით შემდეგ სოფლებში შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 584 აბონენტს გორის რაიონის შემდეგ სოფლებში:

ახალუბანი, აძვი, მეჯვრისხევი, ღრომი და მუმლაანთკარი,

11:00-დან 18:00 საათამდე 709 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში:

ტეზერი, სავანისუბანი, მონასტერი, ბეკამი, ბეღლეთი და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 17:00 საათამდე 2628 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში:

აგარა და დაბა აგარა.

ინფორმაციას კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები