ახალი ამბები
გორის საცურაო აუზი 160 000 დოლარად გაიყიდა
გორის საცურაო აუზს ახალი მფლობელები ჰყავს. ამის შესახებ მედიას გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა აცნობა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა კი, გაარკვია ის ფასი, რაშიც ახალმა ხელმძღვანელებმა აუზის ყიდვაში გადაიხადეს.

რეესტრის მიხედვით, კომპანია ,,აკვაპარკს" სახელწოდება და ხელმძღვანელი შეეცვალა. ძველმა მფლობელებმა გია გიგუაშვილმა და ოლღა პავლიაშვილმა წილი 160 000 დოლარად 2018 წლის 26 თებერვალს შპს ,,ჰელმესზე" გაასხვისეს.

ახალი კომპანიის იურიდიული მფლობელი 17-წლის მიხეილ ჯალაბაძეა, მისი მამა გიორგი ჯალაბაძე ნოტარიულად წერს, რომ ქონება შვილის სახელზე გაფორმდეს. გიორგი ჯალაბაძემ გასულ წელს სოფელ ქორდში ბიძაშვილების, არმაზ და მიხეილ ჯალაბაძეების ხსოვნის უკვდასაყოფად ტურნირი გამართა.

მფლობელებმა საცურაო აუზის დირექტორად, სპორტსმენი დავით კარბელაშვილი დანიშნეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები