ახალი ამბები
დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა
28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი დასრულდა და 2018 წლის აგვისტოში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დღეიდან, 1-ლი მარტიდან აიკრძალა.

აკრძალულ პერიოდში ნადირობა 500-700 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციასა და მოპოვებული ობიექტის კონფისკაციას ითვალისწინებს. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება.

,,თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს." - აღნიშნულია განცხადებაში.

დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები