ახალი ამბები
შიდა ქართლში 4 ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს
შიდა ქართლში 4 ისტორიულ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ობიექტებს შორის, ეკლესიები,  საგვარეულო მარანი, სახლები და სოფლის სასაფლაოზე მდებარე კოშკი მოხვდა. 

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი შემდეგ ნაგებობებს მიენიჭა:

1. ავკვეთის წმ. გიორგის ეკლესია. მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ავკვეთში. XI-XII საუკუნეები
2. დავითაშვილების საგვარეულო მარანი.კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. კალოუბანი.გვიანი შუა საუკუნეები
3. ხოვლეს კოშკი.კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხოვლე (სოფ. სასაფლაოზე) XVI-XVII საუკუნეები
4. ხოვლეს მაცხოვრის სახელობის ეკლესია.კასპის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხოვლე.განვითარებული, შუა საუკუნეები.



1. ფოტოზე წარმოდგენილია ხოვლეს კოშკი, გადაღებულია ლაშა გაბელიას მიერ.
2. ფოტოზე, დავითაშვილების მარანი, სოფელი კალოუბანი

Print

სტატიის გამოყენების პირობები