ახალი ამბები
ერგნეთში შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით შეწყდა
დღეს, ერგნეთში, 85-ე შეხვედრა შეწყდა. ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მოთხოვნა გახდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებისგან პასუხი ორ საკითხზე ვერ მიიღეს.

კერძოდ, პირველი საკითხი ეხებოდა 23 თებერვალს, ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, ხოლო მეორე - ახალგორელი ორი მოქალაქის შეუზღუდავ გადაადგილებას საქართველოს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰუგმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ 85-ე შეხვედრა დროებით შეწყდა და მისი გაგრძელების თარიღი ცნობილი გახდება.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელს, მურატ ჯიოევს, ჟურნალისტებს მასთან გასაურების საშუალება არ მიეცათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნით, დღეს შეკითხვები არ უნდა დასმულიყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები