ახალი ამბები
წმინდაწყალზე ავტოფარეხებს შორის გაჭედილი ლეკვი გადაარჩინეს
წმინდაწყალზე, მოსახლეობამ და ცხოველთა დამცველებმა მიუსაფარი ლეკვი გადაარჩინეს.

ძაღლი ავტოფარეხებს შორის იყო მოქცეული და კედლებს თავს ვეღარ აღწევდა.

ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ, ადგილობრივებმა ძაღლი გამოიყვანეს.

ამ წუთებში ის მიმკედლებლებს ეზოში ჰყავთ უკვე.

წმინდაწყლელებმა დახმარებისთვის ცხოველთა დამცველს, ირმა მთიულიშვილს მიმართეს.

მანამდე, ცხოველთა თავშესაფარს დაურეკეს, თუმცა სამუშაო დროის დასრულების გამო, დახმარებაზე უარი განაცხადეს. ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ძაღლს უშველეს უკვე შებინდებისას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები