ახალი ამბები
ფრონეს ხეობიდან დევნილები სააღდგომო ნობათს მიიღებენ
დევნილები, რომლებიც თიღვის მუნიდიპალიტეტში ცხოვრობდნენ, სააღდგომოდ ნობათს მიიღებენ. ამის შესახე გადაწყვეტილება თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო.

წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, განსაზღვრულია თითო ოჯახისთვის შესაბამისი რაოდენობის პროდუქტი. ჯამში ნობათს 1302 დევნილი ოჯახი მიიღებს.

5 კგ. შაქარი; 1(ერთი) ტომარა (25 კგ) პირველი ხარისხის ხორბლის საცხობი ფქვილი; ხუთი ლიტრი მცენარეული რაფინირებული ზეთი დაფასოებული პოლიეთილენის ბოთლში; 5 კგ. უმაღლესი ხარისხის მაკარონი.

1. ქ.თბილისი - დევნილთა 284 ოჯახი ,სასტუმრო“დიღომი“ 35 ოჯახი; სარაჯიშვილი 16 ოჯახი;

2. მცხეთის მუნიციპალიტეტში: წეროვანის დევნილთა დასახლება-40 ოჯახი, წილკანის დევნილთა დასახლება - 6 ოჯახი , საგურამოს დევნილთა დასახლება: ყოფილი ინტერნატის შენობა- 12ოჯახი, წინამძღვრიაანთ კარი-16 ოჯახი,წინამძღვრიაანთ კარი ყოფილი ტელევიზიის I-II-ე კორპუსში - 55 ოჯახი.

3. გორის მუნიციპალიტეტში- ვერხვების დევნილთა დასახლება-19 ოჯახი; წმინდაწყალი 121 ოჯახი.

4. ქარელის მუნიციპალიტეტში დევნილთა დასახლებაში ელ.მექ ტექნიკუმის დასახლებაში 67 ოჯახი; პროფტექნიკუმის დასახლებაში 85 ოჯახი; საქაშეთი-ვარიანის დასახლებაში 9 ოჯახი; აგარის დევნილთა დასახლებაში - 147 ოჯახი; დოღლაურას დასახლებაში - 16 ოჯახი; ბრეთის დასახლებაში 28 ოჯახი; ბებნისი-წვერის დასახლებაში 16 ოჯახი; მოხისის დევნილთა დასახლებაში -59 ოჯახი, ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში - 91 ოჯახი .

5. ხაშურის მუნიციპალიტეტში: 109-ე პროფსასწავლებლის დევნილთა დასახლებაში 63 ოჯახი; ბაგაბაღის დევნილთა დასახლებაში 20 ოჯახი ; საავადმყოფოს დევნილთა დასახლებაში 33 ოჯახი ; ტურბაზა „სურამი:-ს დევნილთა დასახლებაში 40 ოჯახი ; პროფ.სასწავლებლის დევნილთა დასახლებაში - 24 ოჯახი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები