ახალი ამბები
დაბა აგარაში საპროტესტო აქცია იმართება
დაბა აგარაში, კომპანია „აგარის შაქრის" თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ და ქარხნის ამუშავებას მოითხოვენ.

აქციის თანაორგანიზატორი სოფლის მეურნეობის, მსუბუქი და კვების მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირია. პროფკავშირების წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკითხის მოგვარებაში სახელმწიფოს ჩართულობაა აუცილებელი.

"აგარის შაქარი" მეხუთე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას - ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს და მთელი დასახლება, რომელიც ფინანსურად სწორედ ამ ერთადერთი ქარხნის მუშაობაზეა დამოკიდებული, უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა." - აღნიშნავენ ისინი.

აქციის მონაწილეები პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დასახლებაში მდებარე ყველა სავაჭრო და კომერციული ობიექტის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები