ახალი ამბები
ქალაქ გორის მოსახლეობის რაოდენობა 1989 წლიდან დღემდე 20 000-ით შემცირდა
ქალაქ გორის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა მკვეთრად შემცირებულია. გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შედგენილ სამოქმედო გეგმაში, მოსახლეობის რაოდენობა გასული საუკუნის 70-იანი წლების ნიშნულს მიუახლოვდა.

მაგალითად, ბოლო 20 წლის განმავლობაში, 1989 წლიდან დღემდე, სხვაობა 20 000-ია. თუკი 1989 წელს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 69 000 შეადგენდა, 2017 წლისთვის 49 000-ს მიუახლოვდა. ზრდა კი, 1939 წლიდან დაიწყო. 1939 წლიდან 1989 წლამდე ქალაქის მოსახლეობას 50 000 მცხოვრები შეემატა.

დინამიკა ასე გამოიყურება:


1915 წელს 18.2 ათასი

1939 წელს 19.6 ათასი

1959 წელს 35.1 ათასი

1970 წელს 48.2 ათასი

1979 წელს 56 ათასი

1989 წელს 69 ათასი

2002 წელს 52.7 ათასი

2015 წელს 50.4 ათასი

ამა დოკუმენტის მიხედვით, 1770 წლის აღწერით ქალაქში 500 სახლი იყო. 1806 წლის მონაცემებით ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენდა 1200 ადამიანს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები