ახალი ამბები
ქარელში მამაკაცმა მეზობელ ქალს ნაჯახით ჭრილობა მიაყენა
შიდა ქართლის შს სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ქარელში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებული, ქარელის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, რამდენიმე საათში იპოვეს.

ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოღებულია. დაზარალებულ ქალბატონს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები