ახალი ამბები
გორის თეატრში 3-დან 10-წლამდე ასაკის პატარებს თოჯინურ სპექტაკლზე ეპატიჟებიან
3 და 4 მარტს, გორის თეატრში, პატარებისთვის, თოჯინური სპექტაკლი გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრს თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ასეთი სახის სპექტაკლი, ერისთავის სახელობის თეატრში, პირველად იდგმება.

„მზის სხივი“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა, ანრი პოპესკუს რომანტიკული ზღაპრის მიხედვით, სპეციალურად 3-დან 10-წლამდე ბავშვებისთვის დადგა. მასვე ეკუთვნის წარმოდგენის მუსიკალური გაფორმებაც.

,,თოჯინური სპექტაკლი გასართობთან ერთად შემეცნებითი ხასიათისაა. ერისთავის თეატრმა მის დასადგმელად სპეციალურად გადაამზადა დრამის მსახიობები. 3 თოჯინას - სევდიან ბალერინას, მის მხიარულ მეგობარ თაგუნიას და მრისხანე კატას, 5 მსახიობი ათამაშებს." - აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

„მზის სხივის“ საპრემიერო ჩვენებაზე მოზარდებს დასწრება 3 და 4 მარტს, დღის 3 საათზე შეეძლებათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები