ახალი ამბები
გორში, წმინდაწყალზე მოქალაქის ნაკვეთი ,,ახალი გზის" ქვეშ მოექცა
მოქალაქე ირაკლი მაჭარაშვილი ითხოვს, რომ იმ მიწის სანაცვლოდ, რომელიც ახალი გზის ქვეშ მოექცა, სხვა ნაკვეთი მიიღოს. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობით მიმართა.

საუბარია 315 კვ.მ ფართობზე. აქ 2013 წელს, ახალი ბაზრის აშენების შემდეგ, სამანქანე გზა გაიყვანეს. ეს გზა ცხინვალის გზატკეცილის პარალელურ გზას წარმოადგენს.

შიდა ქართლის საინფორმაციიო ცენტრმა მოიძია მასალები და გაარკვია, რომ აღნიშნული ნაკვეთი მოქალაქემ 1997 წელს შეიძინა. 2000 წლის რუკის მიხედვით, მის გარშემო ცარიელი მინდვრები იყო.

2018 წლის საკადასტრო რუკის მიხედვით, ტერიტორიაზე ახალი ობიექტები ჩანს.

რაც შეეხება ახალ ნაკვეთს, მერია სანაცვლოდ ამავე ფართობის მიწის ნაკვეთს, სუპერმარკეტ ,,ჯიბეს" მიმდებარე ტერიტორიაზე აძლევს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები