ახალი ამბები
მკლავჭიდში ჩემპიონი ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა მეზვრიშვილი საქართველოს ჩემპიონია. მკლავჭიდში, მარჯვენა ხელით ასპარეზობაში, ოქროს მედალი აიღო.

მე-12 კლასელ მოსწავლეს გამარჯვება სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს.

ამავე ასპარეზობაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ჯილდოები გორელმა სხვა სპორტსმენებმაც მიიღეს.

სენიორებში ბიძინა ნარიაშვილი (90 კგ), ამავე დროს, გორელი მკლავჭიდელების მწვრთნელი, ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა მარცხენა მკლავით ჭიდილში ლევან ხიტურიძე (55), მანვე მარჯვენა მკლავით მესამე ადგილი მიიღო. კიდევ ერთი მესამე ადგილი ვლადიმერ კობახიძის (75) ანგარიშზეა.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენელი ვასილ ბალახაძე აღნიშნავს, რომ შედეგების მიხედვით, დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, სადა გორელი მკლავჭიდელებიც მოხვდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები