ახალი ამბები
გორის რამდენიმე სკოლაში ისტორიის საგანს ,,თამაშით სწავლების" პრინციპით გადიან
გორის ეთნოგრაფიულმა მუზეუმი, რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით, დამკვიდრებულ ახალ სასწავლო კურსს მასპინძლობს. 

ტყვიავისა და ფხვენისის სკოლების პედაგოგებმა, ,,თამაშით სწავლების" მეთოდის გამოყენება, სწორედ, ეთნოგრაფიულ მუზეუმთან თანამშრომლებით დაიწყეს.

საქართველოს განათლების სამინისტრომ ეს პრინციპი გასულ წელს შემოიღო. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგნის განსხვავებულ ფორმატში სწავლების პროცესი მიმდინარეობს.

,,სამაგიდო თამაშები მოსწავლეს უვითარებს როგორც გუნდურობის შეგრძნებას, ასევე, ინდივიდუალურ სწრაფვას გამარჯვებისა და წარმატებისკენ, ამაღლებს მოსწავლეთა ინტერესს და მოტივაციას სწავლისადმი." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ, თავდაპირველად, საპილოტე რეჟიმში აქცენტი რეგიონის სკოლებზე გააკეთა.

,,სამაგიდო თამაშებში შევა ყველანაირი თამაში, დაწყებული ასოებისგან სიტყვების შედგენა, ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლა და ისტორიული მოვლენების თამაშით სწავლა. თამაშ-თამაშით ისწავლიან მოსწავლეები მათემატიკას, ლიტერატურას და ა.შ ისწავლიან გუნდურობას. ეს თამაშები ასევე ავითარებს სწრაფი აზროვნების უნარს. სამაგიდო თამაშებში არ ვგულისხმობ სპორტულ-განაჯანსაღებელ თამაშებს. ვფიქრობთ, რომ მარტო საშინაო დავალებით ვერ მივაღწევთ განათლების იმ დონეს, რაც გვჭირდება. ბავშვები არ განიხილავენ ამას, როგორც გაკვეთილებს და დავალებას, ამიტომ მივიღებთ კარგ შედეგს,” – განაცხადა განათლების მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, პროგრამის პრეზენტაციისას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები