ახალი ამბები
გორში სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით აქცია ,,მშვიდობა ომზე მეტია" გაიმართა
გორში სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით აქცია ,,მშვიდობა ომზე მეტია" გაიმართა. აქციის წევრებმა სოლიდარობა ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გამოუცხადეს.

სანთლები აანთეს და შემდეგ ოკუპაციის მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც, ორგანიზაიცა ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსის" ინიციატივით, რუსეთის პოლიტიკისა და საქართველოს მიმართ მისი აგრესიის ამსახველი ფილმის ჩვენება მოეწყო.

,,გორი უერთდება რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას, რომელიც პარალელურად დედაქალაქში გაიმართა' - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა. 



არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს, ცხინვალში იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ცხინვალის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ციხის ბადრაგმა არჩილ ტატუნაშვილის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები