ახალი ამბები
სოფელი, სადაც უმრავლესობა ტყლაპს ამზადებს
20 წელზე მეტია სამწევრისელები ტყლაპს ამზადებენ. ამ საქმიანობით თითქმის მთელი სოფელია ჩართული. იდეა მეზობელ სოფელ კეხიჯვარიდან აიღეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტყლაპის შესაძენად აზერბაიჯანიდანაც მიდიან. შეკვეთებს რუსეთიდანაც იღებენ.

ევროპის ბაზარზე გასასვლელად კი, შესაბამისი მატერიალური ბაზა არ გააჩნიათ. მეზობლად, საქართველოს მთავრობის დახმარებით, თბილისელებმა ჩირის ქარხანა ააშენეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ კონკურენციას მათ ვერ გაუწევენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები