ახალი ამბები
ისრაელის ’’თავისუფალი უნივერსიტეტის’’ სტუდენტები გორს ეწვივნენ
გორში ისრაელის ’’თავისუფალი უნივერსიტეტის’’ სტუდენტების ჯგუფი იმყოფება. ისინი შიდა ქართლში მოგზაურობენ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდებიან.

ებრაელი სტუდენტების ვიზიტს საქართველოში ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“, ისრაელში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციასთან - „სპარკ პროსთან“ ერთად, უწევს.

პროექტი ხორციელდება „კულტურათაშორისი დიალოგი და სახალხო დიპლომატიის“ ფარგლებში, რომლის მიზანია ებრაელი ახალგაზრდებისთვის ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

დღეს მათ გორის მერი კოტე თავზარაშვილი შეხვდა. „ქართველებსა და ებრაელებს 26-საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. ეს მართლაც განსაკუთრებული და გამორჩეული ურთიერთობაა.“ - ამ სიტყვებით დაიწყო ებრაელ ახალგაზრდებთან შეხვედრა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეხვედრაზე მერმა გორის მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები