ახალი ამბები
შიდა ქართლის რამდენიმე სკოლა 2018 წელს გარემონტდება (PHOTO)
2018 წლის განმავლობაში გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროექტები გამოაქვეყნა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა, აღნიშნული სკოლების შესახებ, ინფორმაცია მოიძია. ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო წელს, სწორედ, ამ სკოლების სრულ ან ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს.

თანხა ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებშია გამოიყოფილი. მთლიანად საქართველოს მასშტაბით, სულ 30 სკოლა გარემონტდება, რომელზეც 18 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დაიხარჯება.

გარდა რემონტისა, სკოლები ახალი ინვენტარით აღიჭურვა. სარეაბილიტაციო სკოლების ჩამონათვალი ასე გამოიყურება.

1. პატარა გარეჯვარის სკოლა, გორის მუნიციპალიტეტი




2. გორის მეოთხე სკოლა, ლიფტი




3. გორის მე-6 სკოლა, სპორტული დარბაზი

3.


4. სოფელ ფლავის სკოლა, ნაწილობრივი რეაბილიტაცია, გორის მუნიციპალიტეტი

4.

5. სოფელ ფლევის საჯარო სკოლა, ხაშურის მუნიციპალიტეტი




6. კასპის პროფესიული სასწავლებელი



გარდა ზემოაღნიშნული სკოლებისა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო სოფელ ქვეშის (გორის მუნიციპალიტეტი), ქვემო და ზემო ხვედურეთის (ქარელის მუნიციპალიტეტი) და აღაიანის (კასპის მუნიციპალიტეტი) ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს. ყველა მათგანის თაობაზე, 2017 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით ტენდერი იყო გამოცხადებული, თუმცა არ შედგა.

ამჯერად, სააგენტო ითხოვს ნებართვას, რომ შესაბამისი კომპანიები თავად მოძებნოს და ხელშეკრულებები გააფორმოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები