ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი: ,,კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება"
საქართველოს მთავრობის მეთაური ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადასვენება კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია იმ უწყებებიდან მიიღო, რომელთაც ცხედრის გადასვენების თაობაზე, დე-ფაქტო რესპუბლიკასთან კომუნიკაცია აქვთ.

,,ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. სავარაუდოდ, ასევე მალე მოხდება ჩვენი იმ ორი თანამოქალაქის დაბრუნება სახლებში, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა იმყოფებიან. არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით შეფასებებს აღარ გავაკეთებ, ამაზე ბევრი საუბარი იყო" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორის რაიონში, ორ პიროვნებასთან ერთად, დააკავეს. ის 23 თებერვალს დილით ცხინვალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები