ახალი ამბები
მურატ ჯიოევს ეგორ ყოჩიევი ჩაანაცვლებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობამ, შერეულ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში წარმომადგენელი შეცვალა.

მომავალ შეხვედრაზე ერგნეთში ამ პროცესს, მურატ ჯიოევის  ნაცვლად, ცხინვალის მხრიდან ეგორ ყოჩიევი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ მიიღეს.

ეგორ ყოჩიევი 2005 წლამდე დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ კი, დნესტრისპირეთში წარმომადგენლად გააგზავნეს.

დღეს ცხინვალს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრ დავით ზალკანიანის განცხადებით, თანათავმჯდომარეები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საკითზე ცხინვალშიც იმსჯელებენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გუშინ საღამოს შეხვდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები