ახალი ამბები
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები შეხვედრებს მართავენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობა, ჟენევის დისკუსიის ფორმატში, მზადაა გააგრძელოს მუშაობა. ამის შესახებ მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომელიც ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკების წევრია.

დღეს, ცხინვალში, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები, ტოივო კლაარის ხელმძღვანელობით, იმყოფებიან. ადგილობრივი მედია წერს, რომ საუბარი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზეც იქნება.

,,თუ დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, დისკუსია ჟენევის ფორმატშიც გაგრძელდება," - განაცხადა კლაარმა. დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი აღნიშნავს, რომ ცხინვალი ამ ფორმატს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ,,ჩვენი მოთხოვნა, საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ, შეთანხმების მიღწევა კვლავაც ძალაში რჩება" - აცხადებს ჯიოევი.

ოსური მედიის ცნობით, ჯიოევი ერგნეთის მოლაპარაკების მომავალ პროცესში აღარ მიიღებს მონაწილეობას. მას ეგორ ყოჩიევი შეცვლის, რომელიც დნესტრისპირეთში წარმომადგენლად მუშაობდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები