ახალი ამბები
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტი დასრულდა
ცხინვალში, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა შეხვედრა დაასრულეს. ევროპელმა დიპლომატებმა ერგნეთი უკომენტაროდ დატოვეს.

დღეს, ცხინვალში, ისინი, ტოივო კლაარის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტოივო კლაარმა, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის ცხედრის გადაცემა მოსთხოვა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სასამართლო ექსპერტიზის გარეშე საქართველოს ხელისუფლებას ვერ გადასცემს. ამის შესახებ ცხინვალში მყოფ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს განუცხადა.

მისი მტკიცებით, დე-ფაქტო რესპუბლიკის კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ერთთვიანი ექსპერტიზა, სწორედ, ამ პრინციპის საფუძველზე ტარდება.

,,ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ სასამართლო ექსპერტიზა მიღებულია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ამიტომ, მოგვეცით საშუალება კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ" - აცხადებს ბიბილოვი, რომელსაც სააგენტო ,,რესი" ციტირებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები