ახალი ამბები
გორი-მცხეთის გზაზე მანქანები დაზიანდა - გუბერნატორი მოსაფიქრებლად 10-დღიან ვადას ითხოვს
გორი-მცხეთის გზაზე, 33-ე და 37-ე კმ-ზე მანქანები დაზიანდა. ამის მიზეზი ორმოულოებია, რომლის გარშემო ასფალტის ნარჩენებიც ყრია.

მანქანის დაზიანების ბოლო შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. ერთ-ერთმა მძღოლმა დეფორმირებული ასფალტის შესახებ არაფერი იცოდა და, 70 კმ/სთ სიჩქარის მოძრაობის დროს, ორმოულებში აღმოჩნდა.

ის შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დაუკავშირდა და გზის მდგომარეობის შესახებ აცნობა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა კი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის თაობაზე, მასალა ორჯერ მოამზადა.

გზა რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მფლობელობაშია - აცხადებენ კასპის მერიაში. ისინი გზის შეკეთების თაობაზე პასუხისმგებლობას იხსნიან. რეგიონული განვითარების სამინისტროს კი, ამის შესახებ, შიდა ქართლის გუბერნატორმა უნდა აცნობოს.




2. ფოტოზე: ორმოული, ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში


კითხვაზე, იცის თუ არა გუბერნატორმა გზის შესახებ; ასევე, მიუმართავს თუ არა შუამდგომლობით სამინისტროსთვის, მის ადმინისტრაციაში ზეპირი პასუხი არ აქვთ. ,,ოფიციალურად მოგვმართეთ" - მოგვწერეს გუბერნატორის ფეისბუქგვერდიდან.

რეგიონული და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ გზის პროექტირება 2018 წელს მოხდება, ხოლო 2019 წელს ტენდერი გამოცხადდება. ,,მანამდე, დაზიანებული ადგილები მოიხრეშება" - გვითხრეს სამინისტროში.

დაზიანებული მონაკვეთი ახალქალაქი-კავთისხევის დამაკავშირებელ მაგისტრალზეა. ამ გზით ტურისტები მოძრაობენ რკონის, ერთაწმინდის, გოსტიბეს, ცხავერისა და ნოსტეს მიმართულებით.

რაც შეეხება მოქალაქეთა ავტომანქანებს, რომლებიც ამ გზაზე დაზიანდა, მათ მძღოლებს შეუძლიათ საჩივრით სასამართლოს მიმართონ და ზარალი აუნაზღაურონ. შიდა ქართლის გუბერნატორმა კი, სამსახურებრივი მანქანები, 2017 წლის 2 თებერვლიდან 2018 წლის 2 თებერვალმდე ,,პროფილაქტში" 60-ჯერ მიიყვანა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოჩნდა 23 თებერვლის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, პროფილაქტიკაში სამსახურებრივი მანქანა ამჯერად 61-ედ გაგზავნა და საბურავები კიდევ ერთხელ გაგამოცვალა.

ამავე თემაზე:

1. 2017 წლის აპრილი

კასპიცემენტის მანქანებმა კავთისხევი-ახალქალაქის გზის მონაკვეთი დააზიანა (PHOTO)

2. 2017 წლის ივლისი

ფრთხილად, თქვენ გელოდებათ საფრთხე!



შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

⛔ ფრთხილად! კასპის რაიონი: კავთისხევი-ახალქალაქი-მეტეხის მონაკვეთი გორი-მცხეთა-ზაჰესის საავტომობილო გზა ავტობანის ალტერნატივას წარმოადგენს აღნიშნული მონაკვეთი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ...

Print

სტატიის გამოყენების პირობები