შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა მძღოლ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე
მიულოცეს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროდან
აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციელებმა ქალებს თაიგულები
გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს.
აქციაში მონაწილეობა გორის საპატრულო პოლიციის ინსპექტორებმაც
მიიღეს.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით
გაიმართა.
სტატიის გამოყენების პირობები