ახალი ამბები
,,მე მოხუცი ვარ" - ლიბერთი ბანკის თანამშრომლები ხურვალეთის თავშესაფარს ესტუმრნენ
აქცია სახელწოდებით ,,მე მოხუცი ვარ" ლიბერთი ბანკის თანამშრომლებმა სარვამარტოდ გამართეს. ქალთა საერთაშორისო დღეს ისინი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მოხუცთა თავშესაფრებს ესტუმრნენ.

აქციაში მონაწილეობა ლიბერთი ბანკის გორის ფილიალის თანამშრომლებმაც მიიღეს. სარვამარტო საჩუქრებით ხურვალეთში ,,სახლი საზღვრების გარეშე"-ს მყოფ ბენეფიციარებს ეწვივნენ.

პარალელურად, ბანკის თანამშრომლები თავშესაფრის ხელმძღვანელებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მუშაობაში დაეხმარნენ.

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღეა — ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღსანიშნავად. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი. 1975 წელს გაერომაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები