ახალი ამბები
პატრულმა, რომელიც 8 მარტს ყვავილებს არიგებდა, ქალი 200 ლარით დააჯარიმა
8 მარტის დადგომამდე 40 წუთით ადრე გორის პატრულმა ქალი დააჯარიმა. ამის შესახებ ქვითარი თავად მანქანის მძღოლმა გამოაქვეყნა.

ქვითარზე მითითებულია დრო 7 მარტი, 23:18 წუთი. ,,ამ პატრულმა, დღეს რომ ყვავილები დაარიგა, მე 200 ლარით დამაჯარიმა" - აცხადებს მძღოლი.

ოქმის მიხედვით, მძღოლმა ერთ-ერთ ქუჩაზე საავარიო სიტუაცია შექმნა. შუაღამეს კი, ქალაქის ქუჩები ცარიელია, შესაბამისად, ავტომანქანის მფლობელს ოქმის შემდგენელის მიმართ პრეტენზია აქვს.

შეგახსენებთ, გუშინ, 8 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მძღოლ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროდან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციელებმა ქალებს თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს.

აქციაში მონაწილეობა გორის საპატრულო პოლიციის ინსპექტორებმაც მიიღეს. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები