ახალი ამბები
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიას ეცნობიან
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიასა და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაზე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ატარებენ. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წევრები ეცნობიან.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ჩაატარებს და ამ მიმართულებით სააგენტო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავაც კოორდინირებულად იმუშავებენ.

„ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება მონიტორინგი და განისაზღვრება ქიმიური ღონისძიებების არეალი. ამავე დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და მათი აქტიური ჩართულობა“- განაცხადეს სააგენტოს თანამშრომლებმა.

მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ შეხვედრები სხვადასხვა რეგიონებში პერმანენტულად იმართება.


იხ. სტრატეგია სრულად

Print

სტატიის გამოყენების პირობები