ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო გორში სამი ბინის სახურავი დაზიანდა
ძლიერი ქარის გამო გორში 3 საცხოვრებელი ბინის სახურავი დაზიანდა. სახურავის დაზიანება საკვამლი მილის დეფორმირებამ გამოიწვია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მონაცემები 16 საათიდან 21 საათამდე არსებულ პერიოდს მოიცავს. გორის სამაშველო სამსახურს სხვა შემთხვევების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქარის სიჩქარე გორში 20-25 მ/წმ-ია. ზოგიერთ ადგილზე 30 მ/წმ-ს აღწევს.

საქართველოში, სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახების მოთხოვნით 250-ზე მეტი ზარი განხორციელდა. მათ შორის, 166 თბილისში, ხოლო 88 რეგიონში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები