დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მოხალისეებმა 100 ძირი
ნერგი დარგეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის
წარმომადგენელი ავრცელებს.
მისი თქმით, ნერგებს შორის კავკასიურის გარდა, შავი ფიჭვია. აქციაში
მონაწილეობა, ძირითადად, რუისელმა ახალგაზრდებმა მიიღეს.
გიორგი ეგნატაშვილი ამბობს, რომ გამწვანების აქციები გაზაფულობით და
შემოდგომით იმართება. დღევანდელ აქციაზე კი, ფიჭვები რუისის სერზე
დარგეს.
სტატიის გამოყენების პირობები