ახალი ამბები
ყუბანში ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები (29:9) დაამარცხეს
საქართველოს ნაკრები, რაგბის ევროპის ჩემპიონატზე, ყუბანში რუსეთის ნაკრებს ეთამაშა და დიდი ანგარიშით 9:29 დაამარცხა.

ქართველთა გუნდისთვის პირველი ნახევარი დაძაბული აღმოჩნდა, რადგან ანგარიში რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ (9:7) გამოიყურებოდა., თუმცა მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს 0:22 მოუგეს.

ქართველთაგან ლელოს დადება ნარიაშვილმა, ასეიშვილმა, გაჩეჩილაძემ და კვირიკაშვილმა შეძლეს, მათიაშვილმა კი 3 გარდასახვა და 1 საჯარიმო დარტყმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 4-დან 4 მოგება აქვთ და პირველ ადგილზე არიან.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები