ახალი ამბები
ველობილიკები, სამკერვალოები, საცხობები, საპირფარეშოები - ,,ლომჭაბუკიდან" ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე
,,ლომჭაბუკის" მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის, ველობილიკების, გორისციხის ასასვლელის, ტურისტული ობიექტების, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში სახელოსნოსა და ა.შ. ობიექტების პროექტირებისთვის, გორის მერიამ შეკვეთა უკვე მისცა.

80 დღის განმავლობაში არქიტექტორები და სპეციალისტები ახალ პროექტს შეიმუშავებენ, სადაც ის ყველაფერი იქნება ასახული, რაც ქვემოთაა ჩამოთვლილი. ამის თაობაზე, კოტე თავზარაშვილი საგანგებო პრეზენტაციას, სწორედ, უახლოეს ხანებში გეგმავს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ მერის მიერ არქიტექტორებისთვის, გეოლოგებისთვის და სხვა სპეციალისტებისთვის შესასრულებელი დავალების ჩამონათვალს.

,,26 მაისის სანაპიროდან"  „გამარჯვების მემორიალის“ (ლომჭაბუკი) და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია სულ მოიცავს  8350 მ2-ს, მათ შორის პარკში არსებული შენობების რეაბილიტაცია - 230 მ2.

ობიექტები: ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი: სასწავლო და სამუშაო ფართი მათ შორის: საკონფერენციო დარბაზი, კონსულტაციებისათვის გამოყოფილი ფართი, საზოგაგადოებრივი ტუალეტები პარკის ტერიტორიაზე;

ბარგის შესანახი საკანი. ღია ავტოსადგომი.

ველოსიპედების გაქირავების სერვისის განვითარებისათვის ველოპარკირების სივრცე; ველობილიკები ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად - 4500მ. და შესაბამისი ველოპარკირების სივრცების მოწყობა/

რუსთაველის მემორიალის რეაბილიტაცია; გორის ციხე სიმაგრესთან მისასვლელი ფეხით სავალი ბილიკები - 540 მ; ქალაქის ტერიტორიაზე (გორის ციხის ასასვლელის ჩათვლით) არანაკლებ 3 (სამი) საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშო (შშმ პირთა გათვალიწინებით).

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ხელოსნების სამუშაო ფართი; მამაკაცებისა და ქალების ტრადიციული ეროვნული სამოსის სამკერვალო - მაღაზია; ტრადიციული აქსესუარებისა და ორნამენტების სახელოსნო;

გასასინჯი ოთახი, სადაც ტურისტებს შეეძლებათ ტრადიციულ კოსტიუმებში ჩაცმულებმა გადაიღონ ფოტოები; ტრადიციული ხალიჩების საქსოვი სახელოსნო; ქართული ტრადიციული პურის საცხობი. რომელიც განკუთვნილი იქნება ტურისტული სეზონის განმავლობაში ტურისტებისთვის ქართული პურის გამოსაცხობად და ამავდროულად მოახდენს ნაწარმის შენახვას და რეალიზაციას ადგილობრივ მაცხოვრებელზე;

ღვინის დეგუსტაციის და გაყიდვის ადგილი; ტრადიციული ტკბილეულის - ჩურჩხელა, ჩირი, ჯემები - ადგილზე მოსამზადებელი ფართი. ვიზიტორებს შეეძლებათ თვალი ადევნონ ღვინის დაწურვის და ტკბილეულის მომზადების პროცესს და თავადაც სცადონ მათი მომზადება;

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საბაზრო ფართი ეროვნული სუვენირების, ხელნაკეთი ნივთების და სხვა ტურისტული პროდუქტის გასაყიდად. გორის ციხის და მდ.ლიახვს შორის არსებული ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა

ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გორის მერიამ 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, დამატებით 300 000 ლარი, თანადაფინანსების სახით, გამოიყოფა. ჯამში პროექტის ღირებულება 2 მილიონ 100 ათას ლარს აღწევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები